ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკაში 25 მიგრანტი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა


ხუთშაბათს, მექსიკის ჩიაპას შტატში მომხდარი ავტოკატასტროფის დროს, სულ ცოტა 25 ცენტრალური ამერიკიდან მომავალი მიგრანტი დაიღუპა.

იმავე ავარიის დროს 29 ადამიანი დაშავდა. ჩიაპას შტატის გენერალური პროკურორის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადატვირთული სატვირთო მანქანა, რომლითაც მიგრანტები მგზავრობდნენ, გზიდან გადავარდა და გადაბრუნდა. პროკურორმა დაამატა, რომ ავარიის საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედია ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამტონიანი სატვირთო მანქანის მძღოლმა, რომელსაც 50-ზე მეტი ადამიანი გადაჰყავდა, მანქანის მართვა, სავარაუდოდ მექანიკური გაუმართაობის გამო ვეღარ შესძლო.

ყოველწლიურად ათასობით მიგრანტი, მეტწილად ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან, ჰონდურასიდან, ელ სალვადორიდან და გვატემალიდან, შეერთებული შტატების მისაღწევად, მექსიკის გავლით სახიფათო მგზავრობას მიმართავს.

საკუთარ ქვეყნებში არსებული სიღატაკის და ძალადობისგან თავდაღწევის მოსურნე ადამიანების 7 ათასიანმა ქარავანმა, ოქტომბერში მთელი მექსიკა გაიარა და კალიფორნიის მოსაზღვრე ქალაქ ტიჰუანამდე მივიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG