ამერიკისა და მექსიკის ოფიციალური პირები პარასკევს იკრიბებიან, რათა ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან მომავალი მიგრანტების ნაკადი შეაჩერონ, რაც მეზობელ ქვეყნებს შორის ვაჭრობას საფრთხეს უქმნის.
ხუთშაბათს, აშშ-მ მექსიკას მეტის გაკეთებისკენ მოუწოდა ამ მიგრანტების ნაკადის შესაკვეცად. ამ ფონზე, აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაახლა საკუთარი მუქარა, რომ მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 5% პროცენტიან ტარიფებს დააწესებს მომავალ კვირას, თუკი შეთანხმება ვერ მიიღწევა მხარეებს შორის.
მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარსელო ებრარდმა განაცხადა, რომ ოფიციალური პირების შეხვედრა, ორივე ქვეყნიდან, წინ მიიწევს.
Facebook Forum