ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები რამდენიმე ქვეყანაში მაღალჩინოსნებს სანქციებს უწესებს


შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ირანში, სირიასა და უგანდაში ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან დადანაშაულებული.

მიმდინარე კვირას, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ინიცირებული დემოკრატიების სამიტია დაგეგმილი, ხაზინამ განცხადება გააკეთა, რომ ამერიკა გააგრძელებს იმ ინდივიდუალური პირების სანქცირებას, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ. ამ დარღვევებში იგულისხმება ირანში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება და სირიაში სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება.

მიღებულ ზომებში შედის სანქცირებული ადამიანების აქტივების გაყინვა. ამასთან, ხაზინის მიერ სანქციების დაწესება იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ამერიკელს თუ ამერიკულ კომპანიას სანქცირებულებთან ურთიერთობის ქონა ეკრძალებათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG