შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დააწესა 5 ჯგუფისა და ერთი ინდივიდის წინააღმდეგ, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის უკრაინაში მძვინვრე ომის დაფინანსებისთვის, სანქციების გვერდის ავლით, გადახდის სისტემების ამოქმედების გამო. ინფორმაცია შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 19 სექტემბერს გამოაქვეყნა.
ეს ზომები ასევე აჩვენებს ამერიკის გადაწყვეტილებას დაახშოს ქსელები, რომელთა საშუალებითაც ჩრდილოეთ კორეის მასობრივი განადგურების უკანონო იარაღისა და ბალისტიკური სარკეტო პროგრამების წახალისება ხდება.
„ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მზარდი ფინანსური თანამშრომლობა პირდაპირ ემუქრება საერთაშორისო უსაფრთხოებასა და გლობალურ ფინანსურ სისტემას“,-თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა. „რუსეთი უფრო მეტადაა ფხენიანზე დამოკიდებული მაშინ, როცა მოსკოვს ბრძოლის ველზე მსხვერპლის რაოდენობა ეზრდება და მისი საერთაშორისო იზოლაცია უფრო თვალშისაცემია“, - დასძინა მან.
შეერთებული შტატების სანქციები მოსდევს შაბათს კიმ ჩენ ინისა და რუსი მაღალჩინოსნის, სერგეი შოიგუს შეხვედრას, რომლებმაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული დიალოგის გაფართოება განიხილეს.
Facebook Forum