პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინული ძალები რუსეთის კურსკის რეგიონში მოსკოვის კონტრიერიშს ელოდა. ეს ამ კვირაში მისი პირველი კომენტარია თითქმის ერთი თვის თავზე მას შემდეგ, რაც უკრაინა საზღვრის მეორე მხარეს შეიჭრა.
უკრაინულმა ძალებმა მოულოდნელი თავდასხმით დაიპყრო ანკლავი დასავლეთ რუსეთის ტერიორიაზე, რაც აგვისტოში დაიწყო. ეს ნაბიჯი იმისთვის გადაიდგა, რომ რუსეთისთვის ბრძოლის ველზე ინიციატივა, მათ შორის აღმოსავლეთ ფრონტიდან მოსკოვის ძალების იძულებითი გადასროლის გზით წაერთმია.
შეტევის შეჩერებამდე, უკრაინის ძალებმა სწრაფ წარმატებებეს მიაღწია. იმავდროულად, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ პოკროსვსკთან, რომელიც ბოლო კვირებში რუსეთის შეტევითი ოპერაციების მთავარი სამიზნე იყო, მძიმე ვითარება რჩებოდა.
კიევში, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ თქვა: „რუსებმა კონტრშეტევითი მოქმედება დაიწყეს. ეს ჩვენი უკრაინული გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს“.
რუსმა მეთაურმა ოთხშაბათს გნაცხადა, რომ კურსკის რეგიონში კონტრიერიშით დაახლოებით 10 დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს. „როიტერმა“ საბრძოლო ვითარების შესახებ მხარეების ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.
ზელენსკიმ ასევე გაიმეორე ადრე გამოთქმული განცხადებები, რომ უკრაინამ ბელარუსის საზღვრის გასწვრივ ძალების შეჯგუფება შენიშნა. მისი კომენტარები იმ დროს გაჟღერდა, როდესაც რამდენიმე ფრონტზე ბრძოლები გრძელდება.