ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კურსკის გუბერნატორის თქმით, კიევის იერიშით მიყენებული ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს


ბელგოროდის გუბერნატორმა ფოტო 1 სექტემბერს გაავრცელა და თქვა, რომ ეს უკრაინული საჰაერო იერიშის შედეგებს ასახავს.
ბელგოროდის გუბერნატორმა ფოტო 1 სექტემბერს გაავრცელა და თქვა, რომ ეს უკრაინული საჰაერო იერიშის შედეგებს ასახავს.

კურსკის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა 11 სექტემბერს განაცხადა, რომ რეგიონზე უკრაინის იერიშის შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით მილიარდი დოლარია. 150 000-მდე ადამიანი კი უკრაინის შეჭრის შემდეგ იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

უკრაინა 6 აგვისტროს რუსეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შეიჭრა. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთში უცხო ქვეყნის ძალის უდიდესი შეჭრა იყო. სახმელეთო ძალებს საარტილერიო და საჰაერო მხარდაჭერაც ჰქონდათ, მათ შორის დრონებითა და სხვა დასავლური იარაღის გამოყენებით.

კურსკი რუსეთში მარცვლეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწარმოებელი რეგიონია. წელს, მთელი ქვეყნის მოსავლის 4% სწორედ კურსკზე მოდიოდა. მსოფლიოში რუსეთი ხორბლის უდიდესი ექსპორტიორია.

"ფედერალური საგანგებო რეჟიმის შემოღებას და კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმს რეგიონის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა", - თქვა გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საჯარო, ტელევიზიით გადაცემული შეხვედრისას.

კურსკში შეჭრა - რა დევს სასწორზე კიევისა და მოსკოვისთვის?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:56 0:00

ოთხშაბათ დილით კი მოსკოვის პოლიტიკის მხარდამჭერი ბლოგერები, რომლებიც ომის ამბებს აშუქებენ, წერდნენ, რომ კურსკში რუსეთის ძალებმა უკრაინელების წინააღმდეგ სერიოზული კონტრიერიში დაიწყო.

გუბერნატორ სმირნოვის თქმით, ზიანმა დაახლოებით ათობით მილიარდ რუბლს მიაღწია და კვლავ იზრდება. საჯარო პრეზენტაციისას ნაჩვენები იყო, რომ მიყენებული ზარალი დაახლოებით 85 მილიარდი რუბლია, რაც 934.07 მილიონ ამერიკულ დოლარს უდრის.

მისი თმით, 160 000 ჰექტარ ტერიტორიაზე მოსავლის სრულად აღება შესაძლებელი ალბათ ვერ იქნება. გუბერნატორი ამბობს, რომ 300 000 ტონამდე ხორბალი ახლა უკრაინელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე საწყობებში რჩება. ამასთან, მისი თქმით, დაკარგეს 350 000-მდე ძროხა და ღორი.

XS
SM
MD
LG