ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის ვალუტის გაცვლითი კურსის დაგდებამ ამერიკისა და აზიის ბარზებს ზარალი მიაყენა


ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მზარდი სავაჭრო დაძაბულობა მთელს მსოფლიოზე გავლენას კვლავ ახდენს. სამშაბათს აზიის სავაჭრო ბირჟაზე ფასებმა მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა.

იაპონიის მთავარი სავაჭრო ბირჟა ნიკკეი 135 ნიშნულით დაეცა. მასთან ერთად შანხაის სააქციო ბირჟაზე ფასები 40 ნიშნულით, ავსტრალიაში 162-ით, ხოლო ჰონგ-კონგში კი 175 ნიშნულით დავარდა.

აზიაში სააქციო ბაზარზე აქციების ასეთი სწრაფი ტემპით გაყიდვა, რასაც აქციებზე ფასების ვარდნა მოჰყვა, მას შემდეგ დაიწყო, რაც უოლ სტრიტმა, დაახლოებით, 3 პროცენტიანი ვარდნა გამოაცხადა. ეს კი თავის მხრივ პეკინის გადაწყვტილების შედეგი იყო, რომლის თანახმადაც, ჩინეთმა ეროვნულ ვალუტას ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე გაუფასურების საშუალება მისცა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ტვიტერზე" ჩინეთი ვალუტით მანიპულირებაში დაადანაშაულა.

სამშაბათ დილას განსხვავებული ვითარება იყო ევროპის ბაზრებზე, სადაც ჩინეთმა სათანადო ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ იუანი გაემყარებინა.

ამის შედეგ, ამერიკის ხაზინამ ჩინეთს ოფიციალურად დასდო ბრალი ვალუტით მანიპულირებაში. თავის მხრივ ჩინეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ იუანის კურსს ბაზარი არეგულირებს და ოფიციალურ პეკინს გაცვლითი კურსის ცვლილება ამერიკასთან სავაჭრო მოლაპრაკებებში იარაღად არ გამოუყენებია.

ჩინეთის მიერ იუანის კურსის დაგდება ჩინურ საქონელს გლობალურ საექსპორტო ბაზარზე უპირატესობას ანიჭებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG