ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი და ჩინეთი სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფენ


რუსეთი და ჩინეთი უარყოფენ, რომ მათმა სამხედრო საჰაერო ხომალდებმა ერთობლივი პატრულირებისას სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე დაარღვია.

სავარაუდო დარღვევა სამხრეთ კორეისა და იაპონიის სადავო კუნძულებთან ახლოს მოხდა. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო ხომალდებმა დაუყოვნებლივ სცადეს რუსული ხომალდისთვის გზის გადაკვეთა, როგორც კი ეს უკანასკნელი აღმოსავლეთის ზღვის თავზე აღმოჩნდა.

სამინისტროს ცნობით, სამხრეთ კორეული ხომალდებიდან რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა მოხდა, რის შემდეგად რუსულმა საჰაერო ხომალდმა დატოვა ქვეყნის ტერიტორია. თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ ისევ დაბრუნდა და კვლავ რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა განხორციელდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სეულის მიერ აღწერილი ინციდენტის არსებობა უარყო და სამხრეთ კორეული საბრძოლო თვითმფრინავები "არაპროფესიონალურ მანევრირებაში" დაადანაშაულა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კი პეკინში რეპორტიორებს განუცხადა, რომ საჰაერო პატრულირების სამიზნე რომელიმე მესამე მხარე არ ყოფილა და ხომალდი დადგენილი საჰაერო მარშრუტით გადაადგილდებოდა.

ჩინური და რუსული ბომბდამშენებისა და სხვა საჰაერო ხომალდების ერთობლივი მანევრი, მნიშვნელოვანი განვითარებაა ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობის გზაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG