ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში კარანტინი 14-დან 10 დღემდე მცირდება


შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (CDC) ავრცელებს გაფრთხილებას, რომ ქვეყანას რთული ზამთარი ელოდება.

„რეალობაა ისაა, რომ დეკემბერი, იანვარი და თებერვალი რთული დრო იქნება“, - ამბობს რობერტ რედფილდი, ცენტრის ხელმძღვანელი. „მე ვფიქრობ, რომ ეს [თვეები] იქნება ყველაზე რთული დრო ამ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში“, - დაამატა მან.

რედფილმა აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ით ინფიცირების, გეოგრაფიული გავრცელების და გარდაცვალების მაჩვენებელი, უარესია ვიდრე გაზაფხულის მონაცემები, რომელიც ამერიკაში პანდემიის პიკად ითვლება. შეერთებულ შტატებში კოდივ-19-ს, ახალ კორონავირუსის მიერ გამოწვეულ დაავადებას, ყოველდღიურად 2 000 ადამიანი ეწირება.

რედფილდი აცხადებს, რომ ეს ქვეყანაში საავადმყოფოებს გამოწვევის წინაშე დააყენებს. შეერთებულ შტატებში 100,000 ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რედფილდმა, მოსახლეობას, სოციალური დისტანცირების და პირბადეების ტარების პრაქტიკით დაღლის მიუხედავად, მოუწოდა დაიცვან ზომები მომავალი თვეების განმავლობაში, ვირუსის გავრცელების შესამცირებლად.

2 დეკემბერს, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკელებმა რომელიც კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულთან, 14 დღის ნაცვლად 10-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ. ეს არსებულ სტანდარტს და რეკომენდაციას ცვლის.

ცენტრის თქმით, ნეგატიური ტესტის შემთხვევაში ეს პერიოდი 7 დღემდე უნდა შემცირდეს. თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტები, მოსახლეობას მოუწოდებენ დააკვირდნენ სიმპტომებს 14 დღის განმავლობაში. სააგენტოს იმედი აქვს, რომ იზოლაციის პერიოდის შემცირება, მოსახლეობისთვის მის შესრულებას გააადვილებს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის 13.9 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 273,000 ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG