გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ორშაბათს თანამოქალაქეები გააფრთხილა, რომ თუ ისინი შექმნილ სიტუაციას მთელი სერიოზულობით არ მოეკიდებიან, ქვეყანა შეიძლება პანდემიის მესამე ტალღის პირისპირ აღმოჩნდეს. ინფიცირების ზრდა გერმანიაში 2 ნოემბერს შემოღებული ნაწილობრივი შეზღუდვების შემდეგ, შედარებით დასტაბილურდა, თუმცა მაინც მაღალ მაჩვენებლებზეა.
ამის მიუხედავად, სპეციალისტები შიშობენ, რომ მიღწეული პროგრესი ჯერჯერობით ძალიან მყიფეა. "ზამთარში ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ" - უთხრა მერკელმა პოლიციის ოფიცრებს ვირტუალურ შეხვედრაზე. "წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირ შემდეგი ტალღის წინაშე აღმოვჩნდებით".
მერკელი რეგიონებში სასტუმროების ხელახლა გახსნის წინააღმდეგ გამოდის. მთელ რიგ პროვინციებში, ადგილობრივ მმართველებს საშობაოდ სასტუმროების გახსნა სურთ. ფედერალური მთავრობა ფიქრობს, რომ ეს ვირუსის ახალი ტალღის შეკავებას შეუშლის ხელს. კანცლერი და შტატების მმართველები გასულ კვირაში საკარანტინო შეზღუდვების ოდნავ შემსუბუქებაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ საშობაო სეზონს ეხება და ისიც ლიმიტირებულად.
გერმანიაში ბოლო 24 საათში ინფიცირების 11 169 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული. კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაცვლილთა რაოდენობა 125-ით გაიზარდა და ახლა to 16 248-ს აღწევს.
Facebook Forum