კოვიდ19-ის პანდემიიდან გამომდინარე, გერმანიაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, მთავრობაში კი მუშაობენ იმისთვის, რომ კერძო კომპანიებს დახმარება აღმოუჩინონ. არსებული ინფორმაციით, გერმანია დეკემბერში დამატებით 4.5 მილიარდი ევროს გამოყოფს. შესაძლო დახმარების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების ერთობლივი განცხადებიდან გავრცელდა.
"ერთიანობა და სოლირადობა ახლა აუცილებელია. ამ რთულ პერიოდში, ჩვენ კომპანიებს და მათ თანამშრომლებს მარტო არ დავტოვებთ"- წერია ერთობლივ განცხადებაში.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი პიტერ ალტმაიერი ამბობს, რომ კოვიდ19-ის პანდემია ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოახდენს.
კოვიდ19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო პერიოდში გერმანიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც ქვეყანაში შეზღუდვები ამოქმედდა. ამ დროისთვის, გერმანიაში კოვიდ19-ი მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა რაოდენობა 15 000-ს აჭარბებს.
Facebook Forum