ამერიკის სახელმწიფო ხაზინა აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა და 6-მა სხვა სახელმწიფომ ირანის მიერ "ჰეზბოლასა" და სხვა სამხედრო დაჯგუფებების მხარდაჭერაში ეჭვმიტანილ 25 პირს (ფიზიკურს თუ იურიდიულს) სანქციები დაუწესა.
სანქცირებულთა შორის არიან კორპორაციები, ბანკები და ადამიანები. ყოველი მათგანი აქამდეც იყო ამერიკის წინა სანქციების ობიექტი. სანქცირებულთა უდიდესი ნაწილი იმ კომპანიების ქსელს შეადგენს, რომლებიც ფინანსურ დახმარებას უწევდნენ ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა გვარდიასთან არსებულ ნახევრად სამხედრო ჯგუფს.
სახელმწიფო ხაზინის მდივნის თქმით, ისინი ოფშორულ კომპანიებს იყენებდნენ იმისთვის, რომ შეენიღბათ ამ დაჯგუფებასთან კავშირი, ისევე როგორც მილიარდობით დოლარის ოდენობის ბიზნეს ინტერესები ირანის ასაავტომობილო საბანკო, ლითონისა და სხვა სექტორებში.
Facebook Forum