ქალებისთვის საცხოვრებლად ყველაზე საშიშ სახელმწიფოებს შორის, დასავლეთის ქვეყნებიდან მარტო შეერთებული შტატები მოხვდა. დღეს გამოქვეყნებულ “ტომსონ-როიტერის ფონდის” გამოკითხვაში ამერიკა მე-10 ადგილზეა, სექსუალური ძალადობის მხრივ კი სირიასთან ერთად მე-3 ადგილს ინაწილებს.
გამოკითხული ექსპერტების აზრით, ყველაზე საშიში ქვეყანა ინდოეთია. მეორე ადგილზეა ავღანეთი, მესამეზე - სირია. შემდეგ მოდიან: სომალი (4), საუდის არაბეთი (5), პაკისტანი (6), კონგო (7), იემენი (8), ნიგერია (9) და ამერიკის შეერთებული შტატები (10).
მსგავსი გამოკითხვა 2011 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. ბრიტანულმა ორგანიზაციამ “ტომსონ-როიტერის ფონდმა” ქალების საკითხების ცნობილი ექსპერტებიდან 550 გამოკითხა.
ექსპერტებს სთხოვეს, გაეროს წევრი 193 სახელმწიფოდან ქალებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნები დაესახელებინათ. მთავარი კრიტერიუმები იყო: ჯანდაცვა, ეკონომიკური რესურსები, ტრადიციული საქმიანობა, სექსუალური, თუ არასექსუალური ძალადობა და ტრეფიკინგი.
ქალებისთვის საცხოვრებლად ყველაზე საშიში მეგაპოლისების სია ასე გამოიყურება:
- ქაირო
- ყარაჩი
- კინშასა
- დელი
- ლიმა
- მეხიკო
- დაკა
- ლაგოსი
- ჯაკარტა
- სტამბოლი
- სან-პაულო
- ბუენოს-აირესი
- ნიუ-იორკი
- მანილა
- შანხაი
- მოსკოვი
- პარიზი
- ტოკიო
- ლონდონი
Facebook Forum