ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთო


შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს დილით საპრეზიდენტო მარათონში ოფიციალურად ჩაერთო. ის 2020 წლის არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის ნომინაციისთვის იბრძოლებს.

ამ ეტაპზე ბაიდენი დემოკრატების რიგით მე-20 რეგისტრირებული კანდიდატია. წამყვან კანდიდატებს შორის არიან ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი (დამოუკიდებელი კანდიდატი), საუთ ბენდის მერი პიტ ბუტეჯეჯი, მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი, კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი და რამდენიმე სხვა მოქმედი, ან ყოფილი დემოკრატი სენატორი, თუ კონგრესმენი.

76 წლის ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ორი ვადით იმსახურა, მანამდე კი დელოვერის შტატის ვეტერანი სენატორი იყო. ის არჩევნებში ოფიციალურად ჩართვამდეც ლიდერობდა საზოგადოებრივ გამოკითხვებს. დღეს დილით გავრცელებულ საგანგებო ვიდეო მიმართვაში ბაიდენი ამბობს, რომ სასწორზეა შეერთებული შტატების მთავარი ფასეულობები და მისი რეპუტაცია უცხოეთში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG