გასულ კვირას კალიფორნიის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო არალეგალი ემიგრანტის სერჯიო გარსიასთვის ადვოკატის ლიცენზიის მინიჭების თაობაზე. სასამართლოს დადგენილება მაშინ შევიდა ძალაში, როდესაც საემიგრაციო თემაზე ეროვნული დებატები იმართება და უსაბუთო ემიგრანტებს, რომლებიც ქვეყანაში მაშინ შემოვიდნენ როდესაც ბავშვები იყვნენ, ახლა ლეგალიზაციის იმედი აქვთ.
დადგენილება, რომელიც კალიფორნიის შტატის ბოლო აქტის შესაბამისად მიიღეს, სერჯიო გარსიასთვის იმას ნიშნავს, რომ მას უფლება აქვს ადვოკატის თანამდებობაზე იმუშაოს, მიუხედავად იმისა რომ ის არალეგალი ემიგრანტია. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი ნილს ფრინზენი ამბობს, რომ კალიფორნიის შტატის სასამართლო დადგენილება შეზღუდვებს მაინც შეიცავს.
მისი განცხადებით, ეს დადგენილება სხვა პროფესიონალურ ლიცენზიებთან დაკავშირებით არ ვრცელდება. არც სხვა სახელისუფლებლო სარგებლის მიღებას ნიშნავს.'
გარსიას არ აქვს უფლება რომ იურიდიულ კომპანიაში იმუშაოს, თუმცა როგორც ფრინზენი ამბობს, მას შეუძლია სამაგიეროდ, კერძო კლიენტებთან ადვოკატად იმუშაოს . გარსია რომელიც 36 წლისაა, ამერიკის ხმის ესპანურ სამსახურს გაესაუბრა. ის ამბობს, რომ მის საქმეს საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა. სასამართლოს გადაწყვეტილება ბევრ ახალგაზრდა ადამიანს უხსნის კარს. არალეგალებსაც და ემიგრანტებსაც, რომლებიც ქვეყნის განათლების სისტემით არიან უკმაყოფილო, რომელთა დახმარებაზე სახელმწიფომ უარი თქვა, აცხადებს გარსია.
21 წლის ლუის ანტეზანა ამ დადგენილებას პოზიტიურად შეხვდა. ის შეერთებულ შტატებში მშობლებთან ერთად მაშინ ჩამოვიდა, როდესაც შვიდი წლის იყო, და სკოლაში სიარულის დროს გააცნობიერა, რომ უსაბუთო ემიგრანტი იყო.
საბოლოოდ რაღაცა კარგი მოხდა. კარგი ამბებიც ხდება, ამბობს ლუისი.
ლუისი ობამას ადმინისტრაციის პროგრამის მონაწილეა, რომელიც, ქვეყანაში შემოსული ბავშვების მიმართ დეპორტაციის გადადებას ითვალისწინებს. ამ პროგრამის მეშვეობით მან მუშაობის უფლება მიიღო და დეპორტაციას ორი წლით გადაურჩა.
სერჯიო გარსია ამ პროგრამაში ვერ ჩაერთო, რადგან ის ზრდასრულია, მისი ასაკი 30 წელს უკვე გადაცილდა. ამ პროგრამის შესახებ პირველად 2012 წლის ივნისში გამოცხადდა, და გასული წლის აგვისტოში ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა 450 000-ზე მეტი უსაბუთო ემიგრანტის განაცხადი დააკმაყოფილეს.
თუმცა ლუისს და მის მსგავსად სხვებს, ფედერალური ხელისუფლების მხრიდან საგანმანათლებლო სესხის აღების უფლება არ აქვთ. მან კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს ანჯელესის უნივერსიტეტიდან უსაბუთო სტუდენტებისთვის გამოყოფილი პირადი სტიპენდიით ისარგებლა. ის აქტიურ მონაწილეობას იღებს სტუდენტურ თვითმმართველობაში და იმედი აქვს, რომ იურისტი გახდება რომელიც უსაბუთო ემიგრანტებს საბუთების მიღებაში დაეხმარება.
ეს უთანასწორობები, რაც უამრავ ადამიანს შეეხო, საბოლოოდ მეც შემეხო. მე ვთქვი რომ რაღაცეები უნდა ვიღონო იმისთვის, რომ რაღაცები შევცვალო ჩემს და იმ ადამიანების ცხოვრებაშიც, რომლებიც ჩემს მდგომარეობაში არიან, დავეხმარო იმ ბავშვებს, რომ არ მოუწიოთ იმავე გზის გავლა, რაც მე გავიარე, აცხადებს ლუისი.
სამართლის პროფესორი ნილს ფრინზენი ამბობს, რომ კალიფორნიის სასამართლოს დადგენილება ამას პრეცენდენტად არ განიხილავს.
მისი განცხადებით, უდავოდ ეს დამაჯერებელი გადაწყვეტილებაა, რომელიც სხვა შტატების უზენაესმა სასამართლოებმაც შეუძლიათ რომ მაგალითად მიიღონ.
ფლორიდის და ნიუ იორკის შტატები ასევე განიხილავენ უსაბუთო სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულ სტუდენტთა საქმეებს, რომელთაც იმედი აქვთ რომ ადვოკატის ლიცენზიას მიიღებენ. ახლა ქვეყანაში აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს უსაბუთო ემიგრანტების შესახებ, რომელთა სავარაუდო რაოდენობა 11 მილიონს აჭარბებს.