შეერთებული შტატების სენატი ამერიკის საემიგრაციო ისტორიაში საეტაპო კანონ-პროექტის მიღებისთვის გულმოდგინედ ემზადება. ამერიკის ხმის სენატის კორესპონდენტი მაიკლ ბოუმენი საუბრობს, კენჭისყრის დეტალებზე რომელიც სავარაუდოდ დღეს ან ხვალ გაიმართება.
ოთხშაბათს სენატმა უკვე ოფიციალურად მიიღო საზღვრების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი პირობა მილიონობით უსაბუთო ადამიანის ლეგალიზების კანონთან მიმართებაში. ამის გამო სენატში კანონ-პროექტის გარშემო ზომიერი მსჯელობა გაიმართა, და გადავიდა შემდგომ, კენჭისყრის ეტაპზე რომელიც ამ კვირის ბოლოს უნდა გაიმართოს.
სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი პატრიკ ლიჰი, რომელიც საემიგრაციო საკითხებზე მუშაობს, აცხადებს რომ ამ თემაზე ყველა საკითხი ამოწურულია, დარჩენილია მხოლოდ კენჭისყრა.
პატრიკ ლიჰი: აშკარაა რომ სენატის უმრავლესობა, დიდი უმრავლესობა, ორპარტიული შეთანხმებით საემიგრაციო კანონ-პროექტს მხარს დაუჭერს.
უკლებლივ ყველა - დემოკრატი სენატორები, რომლებიც შეერთებული შტატების სენატში უმრავლესობას წარმოადგენენ, ასევე რესპუბლიკელები, კანონის მიღებას უჭერენ მხარს. ისინი კი ვინც, კანონის წინააღმდეგ არიან, მაგალითად ტეხასელი სენატორი ჯონ კორნინი, აცხადებენ რომ არ სჯერათ, რომ კანონი იმ პირებისთვის დამაბრკოლებელი იქნება, რომლებიც შეერთებულ შტატებში მოხვედრის მიზნით საზღვრის არალეგალურ გადმოკვეთას შეეცდებიან.
ჯონ კორნინი: ეს არის კანონ-პროექტი, რომელიც არ იძლევა დაცული საზღვრების გარანტიას, ის მხოლოდ დაპირებებს იძლევა, რომელიც ისტორიულად კონგრესისთვის ძალიან, ძალიან რთული იყო. ჰგავს ეს ნამდვილ საემიგრაციო რეფორმას? ჯონ კორნინი აცხადებს რომ მას სჯერა, რომ უკეთესი კანონმდებლობის მოფიქრება შეიძლებოდა.
თუმცა რესპუბლიკელი მარკო რუბიო მას ამ მოსაზრებაში არ ეთანხმება და ამბობს, რომ საემიგრაციო რეფორმა არსებულ საემიგრაციო სიტუაციას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
მარკო რუბიო: ამერიკაში საემიგრაციო სისტემა ცუდად მუშაობს. ის არა მხოლოდ არ მუშაობს, არამედ ფაქტობრივად არალეგალურ ემიგრაციასაც უწყობს ხელს. საზღვარი მექსიკასთან, რომლის უსაფრთხოებისთვის მილიარდობით დოლარია დახარჯული, ეფექტურად მაინც არ მუშაობს. ასევე ქვეყანაში 11 მილიონი ემიგრანტი დე ფაქტო ამნისტიას ელოდება. ასეთია არსებული სიტუაცია, საშინელი უწესრიგობაა, აცხადებს სენატორი.
იმ შემთხვევაშიც კი თუკი სენატმა კანონი მიიღო, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად წარმომადგენელთა პალატაში ეს არ იძლევა კანონის დამტკიცების ან კენჭისყრის გამართვის გარანტიას. მხოლოდ კონგრესის ორივე პალატის დამტკიცების შემდეგ გაიგზავნება კანონი თეთრ სახლში, სადაც მას ხელს უკვე პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოაწერს.