ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს“ - გაეროს გენერალური მდივანი


გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, იანვარი, 2022 წელი
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, იანვარი, 2022 წელი

გაეროს გენერალურმა მდივანმა რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბარი გამართა. ანტონიო გუტერეშემა, ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შხვედრაზე განაცხადა.

„ჩემი გზავნილი ნათელია, დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს. ყველა საკითხი, მათ შორის, ყველაზე რთულად გადასაჭრელი საკითხი, შესაძლებელია და უნდა გადაიჭრას დიპლომატიური გზით. მტკიცედ მჯერა, რომ ეს პრინციპი გაიმარჯვებს“ - თქვა გუტერეშმა.

მისი თქმით, ახლა დაძაბულობის განმუხტვისა და დეესკალაციის დროა. „საჯარო განცხადებების მიზანი დაძაბულობის შემცირება უნდა იყოს და არა მათი გაღვივება“, ამბობს გუტერეში და მიესალმება სახელმწიფო მეთაურებს შორის დიპლომატიურ ჩართულობას.

ანტონიო გუტერეშემა გაეროს ქარტიის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და წევრ ქვეყნებს აშეხსენა, რომ პატივი სცენ ორგანიზაციის წესდებას, როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ საყრდენს.

„ქარტია გარკვევით ამბობს და მე გავიმეორებ, ყველა წევრმა, თავისი საერთაშორისო დავები მშვიდობიანი საშუალებებით უნდა მოაგვაროს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას საერთაშორისო მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სამართლიანობას“ - ამბობს გუტერეში.

გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინაში გაეროს წარმომადგენლობა სრულყოფილ ფუნქციონირებას განაგრძობს და „მომავალ საათებსა და დღეებში, მიმდინარე მოვლენებში ის პირადად იქნება ჩართული.

XS
SM
MD
LG