ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი: ამერიკა პარტნიორებთან ერთად სწაფ და გადამწყვეტ პასუხს გასცემს რუსულ აგრესიას


ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართული ზარის შინაარსის შესახებ თეთრმა სახლმა ოფიციალური გნაცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

„პრეზიდენტი ბაიდენი დღეს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად სწრაფ და გადამწყვეტ პასუხს გასცემენ რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ დიპლომატიური გზით რუსეთის შეკავების მცდელობა უნდა გაგრძელდეს, მაშინ როცა უკრაინის საზღვრებთან რუსეთი სამხედრო მობილიზაციას განაგრძობს“, ნათქვამია განცხადებაში.

ერთი დღით ადრე, შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუს კოლეგა, ვლადიმირ პუტინსაც ესაუბრა. საუბრის დროს პრეზიდენტმა ბაიდენმა მას უთხრა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დასავლეთის ერთიანი საპასუხო მოქმედებებისთვის მზად არის იმისთვის, რომ რუსეთს ეს ნაბიჯი ძვირი დაუჯდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG