გაერო აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ორ სეპარატისტულ რეგიონში ნოემბერში დაგეგმილი არჩევნები არაერთ საერთაშორისო შეთანხმებას დაარღვევს.
“გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს მხარეებს თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ერთპიროვნული ნაბიჯისგან, რომელიც დაპირისპირებას გააღრმავებს და მინსკის შეთანხმების პრინციპებს დაარღვევს,” განაცხადა როზმერი დიკარლომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
მინსკის შეთანხმების თანახმად, რომელსაც 2015 წელს საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა, უკრაინამ და პრო-რუსულმა სეპარატისტებმა მოაწერეს ხელი, კონფლიქტის ზონიდან უდა მომხდარიყო უცხო ქვეყნის ჯარების და მძიმე შეიარაღების გაყვანა და მშვიდობის დამყარების მიზნით, პოლიტიკური გადაწყვეტილების მონახვა.
სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლებმა დონეცკსა და ლუგანსკში განაცხადეს, რომ 11 ნოემბერს არჩევნების გამართვას გეგმავენ.
დიკარლომ განაცხადა, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები მინსკის შეთანხმებით რეგულირდება.
“შესაბამისად, ნებისმიერი ზომა, რომელიც უკრაინის კონსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩოს მიღმა იქნება მიღებული, მინსკის შეთანხმებასთან შეუთავსებელი იქნება,” დასძნა მან.
Facebook Forum