ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში იარაღის დიდი საწყობი აფეთქდა


ჩრდილოეთ უკრაინის ოფიციალურმა პირებმა, იარაღის საწყობში მომხდარი ხანძრის და აფეთქებების გამო, 12 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინციდენტის შედეგად მსხვერპლი არ არის და ჯერჯერობით არც ხანძრის გამომწვევი მიზეზია ცნობილი.

საწყობი კიევიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 170 კილომეტრში მდებარეობს. ოფიციალურმა პირებმა ინციდენტის შესახებ პირველი შეტყობინება დღეს დილით მიიღეს. რამდენიმე საათის შემდეგ, აფეთქებების სერია ისევ გაგრძელდა. ზოგი ინფორმაციით, წამში რამდენიმე, 2-3 აფეთქება ხდებოდა.

ინციდენტის გამო, ირგვლივ ელექტრო და გაზმომარაგება შეფერხდა. ვიდრე მეხანძრეები მუშაობდნენ, საწყობის გარშემო შეწყდა საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლაც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG