ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს მაღალჩინოსანი ჩრდილოეთ კორეაში დიპლომატიური მისიით ჩავიდა


ჯეფრი ფელტმანი, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე პოლიტიკურ საკითხებში, დღეს ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. ოთხდღიანი ვიზიტის მიზანი ფხენიანის ბირთვულ და ბალისტიკურ სარაკეტო პროგრამებთან დაკავშირებული დაძაბულობის განმუხტვაა.

ფელტმანი გაეროს პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც 2010 წლის შემდეგ, იზოლირებულ რეჟიმთან მოლაპარაკებას გამართავს. გაეროს ოფიციალური განცხადებით, მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან "საერთო ინტერესების და შეშფოთების საკითხების ირგვლივ შედგება".

ჯეფრი ფელტმანი ასევე შეხვდება ჩრდილოეთ კორეაში მოქმედ გაეროს რამდენიმე ჰუმანიტარული პროგრამის ხელმძღვანელს. მათ შორის სახელდება "იუნისეფის" და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, შეხვდება თუ არა გაეროს მაღალჩინოსანი ქვეყნის ლიდერს, კიმ ჩენ ინს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG