ამერიკის და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების წინ, კორეის ნახევარკუნძულზე მორიგ დაძაბულობას ელიან. იაპონიის და სამხრეთ კორეის რადარებით და რადიო სიგნალებით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა, ახალ სარაკეტო გამოცდას ამზადებდეს.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალი სარაკეტო გამოცდის დაგეგმვას არ ადასტურებს, მაგრამ აცხადებს, რომ ისინი სრულ მზადყოფნაში არიან. "ისეთ მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია, ჩვენი მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალს ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი ახალი პროვოკაციის ალბათობას და სრული მზადყოფნის პოზიციას ინარჩუნებს" - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ნო კიუ-დუკმა, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
Facebook Forum