სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი ქვეყანა ბირთვული იარაღით აღჭურვილი ჩრდილოეთ კორეის არსებობას არასდროს შეურიგდება.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მან ასევე უარყო მოსაზრება, რომ სამხრეთ კორეამ საკუთარი ბირთვული არსენალი შექმნას ან ბირთვული იარაღი იქონიოს. მან განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა, 1992 წელს მიღწეული ერთობლივი დეკლარაციის ერთგული უნდა დარჩეს, რომელიც კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას ეხება.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის განცხადება ოპოზიციური კანონმდებლების იმ მოთხოვნის საწინააღმდეგოდ გაკეთდა, რომელიც ჩრდილოელი კომუნისტური მეზობლის მხრიდან მზარდი საფრთხის საპირწონედ, სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე ამერიკული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ხელახლა განლაგებას შეეხებოდა.
Facebook Forum