დღეს მოსკოვში, ჩრდილოეთ კორეის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ფხენიანი არ გეგმავს ბირთვული პროგრამის განხილვას ვაშინგტონთან, დასძინა რა, რომ ვაშინგტონი უნდა შეეგუოს რეალობას, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ იარაღს ფლობს.
„ჩვენთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია“, დასძინა ჩრდილოეთ კორეელმა ოფიციალურმა პირმა, და განაცხადა, რომ ამ იარაღს ფხენიანი პოტენციურ თავდასხმაზე საპასუხოდ ფლობს.
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ფხენიანს, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე აშორებს შეერთებულ შტატებზე ბირთვული რაკეტით თავდასხმისგან. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსი მაიკ პომპეო ამბობს, რომ ის ღრმადაა შეშფოთებული ამ შესაძლებლობით, რამაც, მისი განცხადებით, აღმოსავლეთ აზიაში ბირთვული დაპირისპირება შეიძლება წარმოშვას.
Facebook Forum