ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა მსოფლიოს ლიდერებს ერთიანი ქმედებისკენ მოუწოდა


ამერიკის პრეზიდენტმა მსოფლიოს მთავრობებს რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ და ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა. დონალდ ტრამპმა მათ შორის მთავარ პრიორიტეტებად ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ვენესუელა დაასახელა. ეს პირველი მიმართვა იყო, რომლითაც პრეზიდენტი ტრამპი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა.

"ამერიკის შეერთებულ შტატებს უდიდესი ძალა და მოთმინება აქვს, მაგრამ თუ ის იძულებულია საკუთარი თავი, ან მოკავშირეები დაიცვას, ჩრდილოეთ კორეის ტოტალური განადგურების გარდა, არჩევანი აღარ გვრჩება. შეერთებული შტატები მზად არის, ამის სურვილიც აქვს და შესაძლებლობაც. თუმცა, იმედია ეს არ დაგვჭირდება. სწორედ ამიტომ არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ამისთვის არის მოწოდებული გაერო. ვნახოთ, რა გამოუვა. დადგა დრო ჩრდილოეთ კორეა მიხვდეს, რომ ბირთვული განიარაღება მისთვის ერთადერთი მისაღები მომავალია" - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა საერთაშორისო საზოგადოების უდიდეს ფორუმზე განმარტება გააკეთა საარჩევნო პერიოდის მთავარ დევიზთან - “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” - დაკავშირებითაც. გამოსვლის შესავალ ნაწილში მან მსოფლიოს ლიდერებს უთხრა, რომ პირველ ადგილზე საკუთარი ქვეყნის ინტერესებს აყენებს, ისევე როგორც ამას უნდა აკეთებდეს ყველა დანარჩენი ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი. თუმცა, ის ამავე დროს, პატივს სცემს სხვა ქვეყნებს, მათ მრავალფეროვნებას და მათ სუვერენულ უფლებებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG