ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროში ტრამპის პირველი მიმართვის მთავარი გზავნილები


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დღეს პირველად გამოდის. მოელიან, რომ მის მიმართვაში ყურადღება ძირითადად ჩრდილოეთ კორეის, ირანის და ვენესუელის მიმართ მწვავე კრიტიკაზე გამახვილდება. ფოკუსირება მოხდება ტერორიზმის საკითხებზე და საერთაშორისო ტერორიზმის გლობალურ საფრთხეებზე.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხაზგასმით იქნება საუბარი იმ საფრთხეზე, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებს უქმნის. ორშაბათს დონალდ ტრამპი ირანთან დადებული საერთაშორისო შეთანხმების ჩაშლით დაიმუქრა, თუკი გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტო საკმარისი სიმკაცრით არ განახორციელებს ირანის ბირთვული პროგრამების ზედამხედველობას. ორშაბათს საღამოს, ამერიკის პრეზიდენტმა ვენესუელაში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და ვენესუელის მოსახლეობასთან დაკავშირებით თქვა, რომ მათი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG