ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის პრემიერი: "ჩრდილო კორეასთან მტკიცე დიპლომატია" გვჭირდება


იაპონიის პრემიერი ჩრდილო კორეის საკითხზე დიპლომატიური ძალისხმევის კოორდინირებას გეგმავს.

შინზო აბეს კოალიციურმა პოლიტიკურმა ძალამ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯარებელი უპირატესობით გაიმარჯვა, და ქვედა პალატაში წარმომადგენელთა უმრავლესობა - ორი მესამედი მოიპოვა. მან ორშაბათს განაცხადა, რომ იმედი აქვს შეძლებს "გადამწყვეტი და ძლიერი დიპლომატიური ძალისხმევის" გამოყენებით გადაჭრას ჩრდილოეთ კორეასთან და მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემები.

"ჩვენ გავაღრმავებთ ჩვენს კოორდინაციას საერთაშორისო საზოგადოებასთან იმისთვის, რომ ჩრდილოეთ კორეამ კურსი შეიცვალოს", - განაცხადა აბემ.

აბეს თქმით, ჩრდილო კორეის საკითხი განხილვის მთავარი თემა იქნება დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, რომელიც იაპონიაში მომავალ თვეში გეგმავს ჩასვლას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG