ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი იაპონიის თავზე ბალისტიკური რაკეტის გაშვებას ადასტურებს


ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა ბალისტიკური რაკეტის იაპონიის თავზე გაშვება, განაცხადა რა, რომ ამ ქმედებით ის სამხრეთ კორეაში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების მიმდინარეობას დაუპირისპირდა.

ფხენიანიდან, ოთხშაბათს გავრცელებული კომუნიკაციით, კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო კიმ ჩენ უნის განცხადებას იმოწმებს და აცხადებს, რომ რაკეტის გამოცდა „ნამდვილი ომი და ჩრდილოეთ კორეის პირველი ნაბიჯი იყო წყნარი ოკეანის აუზში“ და რომ ეს ასევე „მნიშვნელოვან პრელუდიას“ წარმოადგენდა გუამის შესაკავებლად.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით ყველანაირი მოქმედება განიხილება.

25 აგვისტოს ფხენიანის მიერ რაკეტის გასროლა ერთთვიანი შესვენების შემდეგ განახორციელა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმმა, რაც არაერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ფხენიანის "თავშეკავებად" აღიქვა. ამან კი პრეზიდენტი ტრამპი გასულ კვირას აიძულა ეთქვა, რომ "კიმ ჩენ ინმა აშშ-ის პატივისცემა დაიწყო."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG