ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიკი ჰეილი: ჩრდილოეთ კორეის ქმედება „მსოფლიოს ომთან უფრო აახლოვებს"


დღეს ჩრდილოეთ კორეამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აკვირდება ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ უნი ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვებას.

„ჰვასონგ-15“ ოთხშაბათს, ქვეყნის დედაქალაქ ფხენიანიდან ოთხშაბათ დილით გაუშვეს. ახალმა რაკეტამ 4 500 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია. ეს დაახლოებით ათჯერ მეტია საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტის სიმაღლესთან შედარებით. რაკეტის მოძრაობის მანძილი დაახლოებით 1000 კილომეტრი იყო, სანამ ის იაპონიის კუტვნილ ეკონომიკურ ზონაში, წყალში ჩაეშვებოდა.

კიმ ჩენ უნმა განაცხადა, რომ რაკეტის გამოცდა წარმატებული იყო და დაიტრაბახა, რომ „ამ დიდი ისტორიული მოვლენით ქვეყნის ატომური არსენალი საბოლოოდ სრულად შეივსო.“

მეცნიერები ამბობენ, რომ ამ კონკრეტულ რაკეტას სავარაუდოდ საკმარისი დიაპაზონი აქვს იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებს მიაღწიოს. თუმცა მათივე თქმით, ამგვარი რაკეტა ვერ შეძლებს ატომური იარაღის გადატანას, რადგან ეს მისთვის ძალიან მძიმე იქნება.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ეს ქმედება „მსოფლიოს ომთან უფრო აახლოვებს“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG