გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თავის პირველ გამოსვლაში ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციები დღევანდელი მსოფლიოსთვის ყველაზე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის გამო, საფრთხე მილიონობით ადამიანს ემუქრება.
"ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ამ გამოცდებს" - განაცხადა გუტერეშმა ფხენიანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო გამოცდებთან დაკავშირებით. მან გაეროს უშიშროების საბჭო შეაქო ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახლახან დამტკიცებული ახალი სანქციების თაობაზე გამოხატული ერთობის გამო და თქვა, რომ ეს ნაბიჯი ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების მიმართ "მკვეთრ გზავნილს" წარმოადგენს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, რომელმაც პოსტი 1 იანვარს დაიკავა, სხვა გლობალურ საფრთხეებზეც ისაუბრა და მსოფლიოს ლიდერებს მათ წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებით "მოგებული არავინ არის", განაცხადა გუტიერესმა. ამასთან ერთად, ყველაზე დაზარალებული რჩება და ყველაზე ძვირად ეს უჯდება მოსახლეობის ისედაც ყველაზე უფრო მოწყვლად ნაწილს.
რაც შეეხება ტერორიზმს, გაეროს გენერალური მდივნის თქმით, არ არსებობს მიზეზი და მიზანი, რომელიც მსგავს ქმედებებს გაამართლებს. თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ მძიმე ხელით ამ პრობლემის მოგვარება, შესაძლოა, კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს. "როგორც კი დავიჯერებთ, რომ ბრძოლის მოსაგებად საჭიროა ადამიანის უფლებების და დემოკრატიული თავისუფლებების შელახვა, ომი წაგებულია" - განაცხადა გუტიერეშმა.
Facebook Forum