ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭო ირანს, მასობრივი მოსპობის იარაღს განიხილავს


ნიუ-იორკში გრძელდება გაეროს გენერალური ასამბლეა. დღეს, დაგეგმილია ერაყელი, იემენელი, ავღანელი, კუბელი და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს მეთაურთა გამოსვლა. პარალელურად, დაგეგმილია გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრა სხვადასხვა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში ირანის გავლენის და მასობრივი მოსპობის იარაღის გაუვრცელებლობის საკითხების განხილვა.

ამ შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს. მან გუშინ სახელმწიფოთა მეთაურების წინაშე გამოსვლისას, ქვეყნებს მოუწოდა „ირანის რეჟიმის იზოლაციისკენ“ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა აგრესიას გააგრძელებს.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ, გუშინდელი გამოსვლისას აღნიშნა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან არცერთი ქვეყნის მიყვანა არ შეიძლება ძალით და მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა ის, თუ როგორ მოახდენს ირანი გარიგებას აშშ-სთან, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას პოლიტიკას არღვევს. ამასთან ერთად, როჰანიმ პრეზიდენტ ტრამპს ბრალი დასდო, რომ ის ცდილობს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა არაეფექტური როლისთვის წარმოაჩინოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG