ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: უკრაინაში მშვიდობის შანსები მცირდება


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) აცხადებს, რომ ურკაინაში მშვიდობის შანსები მცირდება და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ რეგიონში დაძაბულობა მატულობს.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის აპრილში კონფლიქტის დაწყებიდან 3000 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 9000 დაშავდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ცეცხლის-შეწყვეტის შეთანხმება რამდენიმეჯერ დაიდო, გაერო იუწყება, რომ სამოქალაქო პირებში დაშავებულების რაოდენობა იზრდება.

ანგარიში თებერვლის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე პერიოდს მოიცავს. ანგარიშის მიხედვით, დროის ამ მონაკვეთში 81 სამოქალაქო პირი დაშავდა, რაც წინა ანგარიშის პერიოდიდან 9-პროცენტით გაიზარდა.

ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის მოადგილე ქეით გილმორი აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონებში - ლუგანსკსა და დონეცკში მაცხოვრებლები ყოველდღიურად საფრთხის წინაშე არიან, არ მიუწვდებათ ხელი ჯანდაცვაზე და განათლებაზე. მისივე თქმით, დამკვირვებლებმა ასევე აღრიცხეს ადამიანის უფლებების შელახვის 252 მაგალითი.

„უფლებების შელახვებს შორისაა თავისუსფლების აღკვეთა, გაუჩინარება, წამება, სექსუალური ძალადობა, სასამართლოსადმი წვდომის შეზღუდვა, თავდასხმები ფუნდამენტურ უფლებებზე, ეკონომიკური და სოციალური უფლებების შელახვა“, ამბობს გილმორი.

გილმორი ასევე აცხადებს, ადამიანის უფლებების შელახვის მაგალითების 61 პროცენტზე პასუხისმგებლობა უკრაინის მთავრობას ეკისრება, 17 პროცენტზე შეიარაღებულ დაჯგუფებებს, 22 პროცენტზე კი რუსეთის ფედერაციას.

გაეროს მიერ ანგარიშის გამოქვეყნებას გამოეხმაურა უკრაინის ელჩი გაეროში იური კლიმენკო, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესია. მისი განცხადებით, რუსეთის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე მის ქვეყანაში ომი არ იქნებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG