ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი კონფლიქტის რეგიონში ჩავიდა


ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის მოლაპარაკებებში კურტ ვოლკერი
ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის მოლაპარაკებებში კურტ ვოლკერი

აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა. შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერი და ამერიკის ელჩი უკრაინაში მარი იოვანოვიჩი აღმოსავლეთ უკრაინაში ჩავიდნენ.

„მნიშვნელოვანია ვნახოთ რისი გადალახვა უწევს აქ ხალხს და განვაახლოთ ჩვენი ძალისხმევა, რომელიც მშვიდობისკენ, კონფლიქტის დასრულებისკენ და უკრაინის ტერიტორიის აღდგენისკენაა მიმართული“, განაცხადა ვოლკერმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.

ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია - ეუთო აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმება ყოველდღიურად ირღვევა. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეუთოს ამერიკელი დამკვირვებელი ჯოზეფ სტოუნი ნაღმზე მანქანის აფეთქებისას დაიღუპა.

უკანასკნელ თვეებში შეერთებულმა შტატებმა უკრაინა ტანკსაწინააღმდეგო სისტემებით მოამარაგა. ვოლკერის თქმით, მოკავშირეებს აქვთ სრული უფლება უკრაინას საკუთარი ტერიტორიის დაცვაში დაეხმარონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG