ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა რუსეთის გაზის შეთავაზებაზე უარს ამბობს


ოთხშაბათს, უკრაინამ გაზის ტრანზიტის თაობაზე რუსული „გაზპრომის“ შეთავაზება უარყო, როგორც მიუღებელი. კიევის ნაბიჯი კიდევ უფრო გაართულებს დასავლეთ ევროპის მთავრობების ძალისხმევას, დაარწმუნოს კოლეგები ცენტრალური ევროპიდან, რომ „ სტრიმ 2-ის“ მიმართ წინააღმდეგობა შეწყვიტონ. კრემლი უპირატესობას ამ მილსადენს ანიჭებს, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და რუსულ გაზს, უკრაინის და პოლონეთის გვერდის ავლით, გერმანიას მიაწვდის.

ევროპასა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, „ნორდ სტრიმ 2-ის“ გარშემო პოლიტიკა სულ უფრო რთულდება. იზრდება ეჭვი, რომ კრემლს ახალი მილსადენის აშენება, რომელიც უკრაინაზე გამავალი მილსადენის მნიშვნელობას შეამცირებს, კომერციულზე მეტად, უფრო პოლიტიკური მიზეზების გამო სურს.

XS
SM
MD
LG