ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუტერეში პარიზის შეთანხმების მნიშვნელობაზე საუბრობს


პრეზიდენტ ტრამპის მიერ პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოყოფის მიუხედავად, შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოახერხოს.

გაეროს გენერალურმა მდივნმა ანტონიო გუტერეშმა გუშინ განაცხადა, რომ ადგილობრივი და ბიზნესის სფეროს ლიდერების მონდომებით, ამერიკამ შესაძლოა პარიზის შეთანხმების პირობები დაიცვას.

„მსოფლიოს გარშემო მთავრობების როლი მცირდება. იზრდება ეკონომიკის და საზოგადოების როლი“, განაცხადა გუტერეშმა გაეროში.

2015 წელს ობამას ადმინისტრაციამ 200-მდე ქვეყნის მთავრობასთან ერთად ხელი მოაწერა პარიზის კლიმატის შეთანხმებას, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია 2017 წლის ზაფხულში გამოეყო. ტრამპმა მაშინ განაცხადა, რომ დატოვების გადაწყვეტილება შეთანხმების "ამერიკელი ხალხისადმი უსამართლობის გამო" მიიღო.

„კლიმატი ჩვენს მოქმედებებზე სწრაფად იცვლება. მეცნიერები შიშობენ, რომ თუ სათანადოდ არ ვიმოქმედებთ, პარიზის შეტანხმება მალე არარელევანტური გახდება“, განაცხადა გუტერეშმა.

გაერო კლიმატის სამიტს მომავალ წელს ნიუ იორკში უმასპინძლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG