ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ლიდერები ტრამპის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ


თეთრ სახლთან პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააპროტესტეს
თეთრ სახლთან პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააპროტესტეს

მსოფლიო ლიდერები და გარემოსდამცველები პარიზის შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გამოყოფას ეხმაურებიან და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ.

2015 წელს მიღებული პარიზის შეთანხმებისგან გამოყოფაზე ტრამპმა განცხადება ხუთშაბათს გააკეთა. ტრამპის ამ ნაბიჯს გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის ლიდერებმა უჩვეულოდ უპასუხეს და მწუხარება ერთობლივად გამოქვეყნებულ წერილში გამოთქვეს.

ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერიც. მისი თქმით, კლიმატის და გარემოს დაცვის საკითხზე ევროპის შეხედულებებს ჩინეთიც იზიარებს და გლობალურად სუფთა ენერგიის გადაცემისთვის მნიშვნელოვანია პარიზის შეთანხმების შენარჩუნება.

დღეს სანქტ-პეტერბურგში მყოფმა გაეროს გენერალურმა მდივანმა კი განაცხადა, რომ შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გამოსვლამ გავლენა არ უნდა იქონიოს დანარჩენ სამყაროზე და ქვეყნები პარიზის შეთანხმების ერთგულნი უნდა დარჩნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG