გაეროს გენერალური მდივანი 8 მარტს უკრაინაში ჩავიდა. კიევში ანტონიო გუტერეში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმების გახანგრძლივებას ცდილობს. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, გუტერეში ასევე შეეცდება ზაპორიჟიეში მდებარე, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება გადაამოწმოს. როგორც უკრაინის სამხრეთ პორტებს, საიდანაც მარცვლეულის ექსპორტი იყო შეწყვეტილი, ისე ატომურ ელექტროსადგურს, დღეს რუსეთი აკონტროლებს.
“უნდა დაცულ იქნას უკრაინის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ერთიანობა და ტერიტორიული ხელშეუხებლობა მის საერთშორისოდ აღიარებულ საზღვრებში" - განაცხადა გუტერეშმა ზელენსკისთან მოლაპარაკების დაწყების წინ. გაეროს გენერალური მდივნის თქმით, მიმდინარე ბრძოლების ფონზე, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები ჰორიზონტზე არ იკვეთება, გაერო ცდილობს, მაქსიმალურად შეამსუბუქოს "კონფლიქტის შედეგები, რომელმაც გამოიწვია უკრაინელი ხალხის ტანჯვა" და ომით შექმნილი გლობალური პრობლემები.
Facebook Forum