ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა უკრაინელებისთვის სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს


გენერალი მარკ მილი
გენერალი მარკ მილი

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინელი სამხედროებისთვის ომის დაგეგმვის საკითხებზე წვრთნებს მასპინძლობს. ვაშინგტონის მიზანია, დაეხმაროს უკრაინელ სამხედროებს გაზაფხულზე რუსეთის სავარაუდო შეტევითი ოპერაციებისთვის მომზადებაში.

რამდენიმედღიანი საომარი წვრთნები გერმანიაში, ამერიკის სამხედრო ბაზაზე, ვიესბადენში ტარდება. ბაზას ამერიკის გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი ეწვია.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა მედიასთან არ ისურვეს განეხილათ ვარჯიშის ის დეტალები, რასაც უკრაინელი სამხედროები აღნიშნული წვრთნების დროს გადიოდნენ.

"არავინ ზის და ეუბნება უკრაინელებს მარჯვნივ წავიდნენ, თუ მარცხნივ. ეს საერთაშორისო საზოგადოების საქმე არაა", - უთხრა მილიმ ჟურნალისტებს გერმანიაში.

„ჩვენ მხოლოდ იმას ვაკეთებთ, რომ ჩარჩოს და მექანიზმს ვქმნით, რათა უკრაინელებს საშუალება მივცეთ, ისწავლონ სიტუაციის თავად მართვა, სხვადასხვა სცენარების დროს".

გენერალმა დერილ უილიამსმა, რომელიც ევროპაში ამერიკის სამხედრო მისიის ხელმძღვანელია, შეაქო უკრაინელი სამხედროების პროფესიონალიზმი და თქვა, რომ ისინი "ძალიან, ძალიან კარგები არიან".

წვრთნები უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის ერთი წლისთავზე დაიწყო. სამხედრო ექსპერტებს შორის ახლა მიმდინაროებს მსჯელობა იმაზე, თუ რა ტაქტიკა ექნებათ უკრაინელებსა და რუსებს, და ვინ რა ტიპის შეტევას განახორციელებს.

XS
SM
MD
LG