ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევის ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმში 180 უკრაინელი უკანონოდ არის დაკავებული


ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში, უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლობის ცნობით, რუსეთმა 180 უკრაინელი უკანონოდ დააკავა.

მისი თქმით, მათგან 117 ყირიმელი თათარია. პოლიტპატიმართა საერთო რაოდენობიდან 24 წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, 138 გასამართლებულია და 18 სტატუსის გარეშეა დაკავებული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე, ე.წ.„სასამართლოების“ წარმოების“, 448 შემთხვევა არის დაფიქსირებული. „აქედან 382 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ, 12 შემთხვევაში მასალების განხილვა მიმდინარეობს. მასალები „მათ შემდგენ ორგანოებს“ 37 შემთხვევაში გადაეცა.

ერთ-ერთი ბრალდებით, ალუშტაში წყლის პარკის სამი ანიმატორი დააკავეს მაშინ, როდესაც გოგონები უკრაინულ სიმღერაზე ცეკვავდნენ. „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის“ ისინი 15 000 რუბლით დააჯარიმეს. ამავე მუხლით, ანდრეი კონდრიაკოვს 40 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა სახეზე ტატუს გაკეთების გამო, რომელიც უკრაინის სახელმწიფო ემბლემას ასახავს.

XS
SM
MD
LG