ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირისპირება სიმფეროპოლში


ყირიმის დედაქალაქში, ადმინისტრაციული შენობის ეზოში მანიფესტანტებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს, რამდენმე მონაწილე დაშავდა

უკრაინაში, ქალაქ სიმფეროპოლში პრო-რუსული ორიენტაციის მომხრე დემონსტრანტებსა და ახალი მთავრობის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. ყირიმის დედაქალაქში, ადმინისტრაციული შენობის ეზოში მანიფესტანტებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს, რამდენმე მონაწილე დაშავდა.

ყირიმის ნახევარკუნძულზე ძირითად რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს და ისინი, თათრული ჯგუფების გამოკლებით, მოსკოვთან დაახლოების მომხრეებად ითვლებიან. არსებობს შეშფოთება, რომ უკრაინაში დასავლური და პრორუსული ორიენტაციის მიმდევართა შორის დაპირისპირება დაიწყება.

სამშაბათს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ უნდა იდგეს დასავლეთს და რუსეთს შორის არჩევანის წინაშე: უკრაინა არ არის ნულოვანი თამაშის პოლიტიკის პოლიგონი, აქ საქმე არ გვაქვს დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირებასთან. საქმე ეხება უკრაინელი ხალხის და უკრაინის მცხოვრებლების გადაწყვეიტლებას-თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან მუშაობა რათა უკრაინის პროცესები მშვიდობიანად განვითარდეს, იდანზე ცოტა ხნის წინ მომხდარი მოვლენები მსოფლიოსთვის ნამდვილი შოკი იყო - თქვა ჯონ კერიმ.

გუშინ, უკრაინის ახალმა მთავრობამ ცენტრალური სპეცდანიშნულების რაზმი-ბერკუტი-გააუქმა. ასევე გუშინ, გავლენიანმა ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთმა უკრაინის ეკონომიკას დახმარება უნდა აღმოუჩინოს. ასევე, დასავლეთმა სერიოზულად უნდა მიიღოს პუტინის მოსაზრებები, რომ უკრაინა რუსეთის ნაწილია.მან ყირიმში მცხოვრები ეთნიკური რუსები გაიხსენა და თქვა: „ნახეთ რა გააკეთა პუტინმა სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში. დააკვირდით მის მოქმედებებს, ის ასე ადვილად არ დანებდება. თუ დასავლეთი უკრაინას სწრაფ დახმარებას აღმოუჩენს , ეს უკრაინელებს რუსეთთან დაახლოების სურვილს გაუქრობს“.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ხვალ უკრაინის ახალი ლიდერი ეროვნული ერთობის მთავრობის შემადგენლობას გამოაცხადებს.
XS
SM
MD
LG