ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სიუზან რაისმა კვირას ამერიკული ტელევიზიით გამოსვლისას, უპასუხა რა კითხვაზე უკრაინაში რუსეთის სამხედრო ჩარევის შესაძლებლობის შესახებ, განაცხადა:
"რუსული ინტერვენცია იქნება სერიოზული შეცდომა. ეს არ არის არც უკრაინის, არც რუსეთის, არც ევროპის და არც შეერთებული შტატების ინტერესებში რომ უკრაინა გახლეჩილი ვიხილოთ. არავის ინტერესი არ არის ძალადობა და სიტუაციის ესკალაცია,"- განაცხადა რაისმა.
პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე ისაუბრა ტელეკომპანია ენ ბი სის გადაცემა-პრესასთან შეხვედრაში . მან აღნიშნა, რომ არ არსებობს გახლეჩა ორ უკრაინას შორის, ერთის მხრივ უკრაინას, რომელსაც ისტორიული კავშირები აქვს მოსკოვთან და მეორეს მხრივ უკრაინის იმ ნაწილის, რომელსაც ევროპასთან სიახლოვე სურს.
გუშინვე, ამერიკულ ტელეკომპანია ფოქს ნიუსთან საუბრისას, ამერიკელი სენატორი რიჩარდ დურბინი მიესალმა მოვლენების განვითარებას უკრაინაში და განაცხადა, რომ ის უკვე ესაუბრა იულია ტიმოშენკოს:
"შვება იყო, როცა შაბათს ტიმოშენკო გათავისუფლდა. ყოფილი პრემიერ მინისტრი ციხეში ამყოფეს ორ ნახევარი წელიწადი. მან დამარწმუნა, რომ უკრაინაში მოვლენების მშვიდობიანი დარეგულირება, კონსტიტუციის და კანონის დაცვა სურს," - თქვა დურბინმა.
ფოქსის ტელევიზიაშივე გამოჩნდა რესპუბლიკელი სენატორი კელი აიოტი, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ გამოხატა შეშფოთება:
"ახლა, ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, ჩვენ რუსეთის მოქმედებებს უნდა მივადევნოთ თვალი. ვფიქრობ, ამერიკის პრეზიდენტმა მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნოს რუსეთის პრეზიდენტს, რათა ეს უკანასკნელი არ ჩაერთოს უკრაინის მოვლენებში. მან უკრაინელ ხალხს საშუალება უნდა მისცეს, აირჩიოს საკუთარი მომავალი," - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.
ამერიკის პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხების მრჩეველი სუზან რაისი ასევე ამბობს იმასაც, რომ ეს გზავნილი პრეზიდენტმა ობამამ უკვე გაუგზავნა პრეზიდენტ პუტინს და რომ ორივე მხარე თანხმდება, რომ უკრაინა არ უნდა დანაწევრდეს პრორუსულ და პროდასავლურ რეგიონებად.