ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინას დროებითი პრეზიდენტი ყავს


კვირას გამართულ საგანგებო სესიაზე, უკრაინელმა კანონმდებლებმა უკრაინის

პარლამენტის სპიკერი დროებით პრეზიდენტად დაამტკიცეს.

ტიმოშენკო შაბათს გაათავისუფლეს ციხის საავადმყოფოდან. უცნობია განდევნილი პრეზიდენტის-ვიქტორ იანუკოვიჩის ადგილსამყოფელი. გუშინ მან კიევი დატოვა.


გუშინ მან კიევი დატოვა.

სასაზღვრო დაცვის წევრები იტყობინებიან, რომ თვითმფრინავს, რომელსაც იანუკოვიჩი დაუდგენელი მიმართულებით უნდა გადაეყვანა, გაფრენის საშუალება არ მიეცა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვიტალი კლიჩკო კვირას აცხადებდა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩმა სრული პასუსიხმგებლობა უნდა იკისროს უკრაინაში მომხდარ ძალადობაზე.

კლიჩკო დემონსტრანტთა ხალხმრავალ თავყრილობას ესაუბრა. შეკრებილები, სავარაუდოდ,მინიშნებას ელოდნენ თუ რა უნდა მოხდეს შემდეგ ეტაპზე.

ამ ფონზე, უკრაინის პარლამენტმა საგანგებო სესია მოიწვია და შეეცადა ახალი, ეროვნული შერიგების მთავრობის ფორმირებაზე დაეწყო მსჯელობა.

შაბათს, პარლამენტმა მხარი დაუჭრა პრეზიდენტ იანუკოვიჩის თანამდებობიდან გათავისუფლებას და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს დანიშნა.

გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი ოლექსანდერ ტურჩინოვმა ჩაიბარა. ტურჩინოვი უკრაინის ეროვნული ასამბლეის სპიკერი იყო.

თანამდებობა დატოვა რადას სპიკერმა და მთავრობის მხარდამჭერმა ვოლოდიმირ რიბაკმა.

ეს სტატია მომზადდა ამერიკის ხმის, ბიბისის და როიტერის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

XS
SM
MD
LG