ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი უკრაინას ეკონომიკურ მხარდაჭერას პირდება


კეტრინ ეშტონმა მოუწოდებს რუსეთს, საშუალება მისცეს უკრაინას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი გზები თავად მოძებნოს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარი კეტრინ ეშტონი უკრაინას ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში საერთაშორისო მხარდაჭერას აღუთქვამს.

ეს განცხადება კეტრინ ეშტონმა დღეს უკრაინაში ვიზიტის დროს პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, დასავლეთის ფინანსური ინსტიტუტები მუშაობენ იმაზე, რომ სამთვიანი საპროტესტო აქციების შემდეგ უკრაინის ეკონომიკას გაჯანსაღებაში დაეხმარონ.

ეშტონმა ასევე მოუწოდა რუსეთს, მისცეს საშუალება უკრაინას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი გზები თავად მოძებნოს.

დღეს უკრაინის პარლამენტმა სესია ხუთშაბათამდე გადადო. პარლამენტის სპიკერმა და დროებითმა პრეზიდენტმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანო ახალი ლიდერების შესახებ ინფორმაციას კონსულტაციების შემდეგ გაავრცელებს.
XS
SM
MD
LG