ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი დივერსანტები უკრაინაში შემოსვლას ცდილობდნენ - კიევი


კიევი აცხადებს, რომ 31 ივლისის ღამით აღკვეთა რუსული დივერსიული ჯგუფის უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე გადასვლის მცდელობა. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იჰორ კლიმენკო სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე" ავრცელებს.

"გუშინ ღამით, ჩერნიჰივის რაიონში, მესაზღვრებმა შეაჩერეს მტრის დივერსანტ-მზვერავთა ჯგუფის მიერ უკრაინის საზღვრის გადმოკვეთის მცდელობა სემენივკის დასახლების მხრიდან" - წერს კლიმენკო.

ოთხმა შეიარაღებულმა პირმა სცადა საზღვრის გადაკვეთა, მაგრამ უკრაინელებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს და მოიგერიეს - აცხადებს სერჰი ნაევი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ამ ინციდენტთან დაკავშირებით.

კლიმენკოს თქმით, ისინი ადრევე შენიშნეს, როცა უკრაინასთან საზღვრის მიმართულებით, ჯერ კიდევ რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ დაცვის გასაძლიერებლად, იქ უკრაინის არმიის დამატებითი ძალები გაგზავნეს.

უკრაინამ ჩრდილოეთის სასაზღვრო სექტორი მას შემდეგ გააძლიერა, რაც ბელარუსში რუსი დაქირავებული მებრძოლების, "ვაგნერის" ჯგუფის ლიდერი ევგენი პრიგოჟინი და მისი სამხედრო დაჯგუფება გადავიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG