ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი ამბობს, რომ 70-ზე მეტი იერიში მოიგერია


უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომში, ქალაქი ბახმუტი ყველაზე აქტიურ წერტილად რჩება. ქალაქისთვის ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. კიევი ამბობს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში მათ 70-ზე მეტი რუსეთის თავდასხმა მოიგერიეს.

„მიუხედავად დიდი დანაკარგისა ტექნიკის და ცოცხალი ძალის კუთხით, მტერი არ თქმობს ამ აგრესიულ ომს. ის აგრძელებს თავის ძირითად ძალისხმევას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკის და მარიინკის რაიონებში შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე,“- წერია უკრაინის გენერალური შტაბის 12 აპრილის განცხადებაში.

უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური, სერხი ჩერევატი ამბობს, რომ ბახმუტში ამ დრომდე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და კიევი არ დაუშვებს იმას, რომ უკრაინელი სამხედროები რუსებმა ალყაში მოაქციონ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება და „ვაგნერის“ დაჯგუფება წინ მიიწევს. მოსკოვი ამბობს, რომ ისინი რეგიონის დიდ ნაწილს აკონტროლებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG