ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის


ყირიმის ანექსიის და სეპარატისტების დაფინანსების გამო, უკრაინა რუსეთს გაეროს უმაღლეს სასამართლო ორგანოში უჩივის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, უკრაინამ სარჩელი “სამხედრო ინტერვენციის, ტერორიზმის დაფინანსების და მილიონობით უკრაინის მოქალაქეთა ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე” შეიტანა.

კიევი თვლის, რომ რუსეთის ფედერაციას ჩადენილის გამო, “საერთაშორისო პასუხისმგებლობა” ეკისრება. დანაშაულებს შორის, აღმოსავლეთ უკრაინის რიგ ქალაქებში “მშვიდობიანი მოქალაქეების” დახოცვის და 2014 წელს “ემ-ეიჩ-17” რეისით მოძრავი თვითმფრინავის ჩამოგდებაც არის.

რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების გაგზავნის თაობაზე ბრალდებები რამოდენიმეჯერ უარყო. სასამართლო მოსმენების ზუსტი თარიღის შესახებ ცნობა ჯერჯერობით არ ვრცელდება.

XS
SM
MD
LG