ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის განცხადებებს უკრაინელი პოლიტიკოსების კრიტიკა მოჰყვა


სავარაუდოდ, არავისთვის იყო მოულოდნელი, რომ საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპის კომენტარები უკრაინა-რუსეთის კონფლიქტზე და მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიაზე, უკრაინელი პოლიტიკოსების და ანალიტიკოსების მიერ კარგად არ იქნა მიღებული.

„ეი ბი სი“ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა თქვა: „როგორც გავიგე, ყირიმელებს იმას, სადაც ადრე იყვნენ, რუსეთთან ყოფნა ურჩევნიათ“. მან ასევე თქვა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში „დაფიქრდება“ იმის თობაზე, რომ აღიაროს შავი ზღვის ნახევარკუნძული, რომელიც 2014 წელს რუსეთმა უკრაინისგან შეიერთა, როგორც რუსეთის ტერიტორია.

ტრამპის პოზიცია შეერთებული შტატების პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რომელიც ყირიმს უკრაინის ნაწილად აღიარებს.

ტრამპის კომენტარებზე კიევს მყისიერი რეაქცია ჰქონდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ტრამპის განცხადებას „უსირცხვილო“ უწოდა.

ყოფილმა პრემიერმა, არსენი იაცენიუკმა დაწერა: „რასაც დონალდ ტრამპი დღეს ყირიმის შესახებ ამბობს, ხვალ შეიძლება მსოფლიოს სხვა ნაწილსაც შეეხოს ევროპაში, აზიაში და ამერიკაში.

ორშაბათს, ტრამპმა ყირიმის შესახებ თავისი კომენტარების ფსონი გააორმაგა და თქვა, რომ მოსკოვის მიერ მისი ანექსია ობამას პრეზიდენტობის დროს მოხდა. შემდეგ კითხვა დასვა: „მის დასაბრუნებლად მესამე მსოფლიო ომის დაწყება გსურთ?

XS
SM
MD
LG