ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინასა და რუსეთს შორის საზღვაო დაპირისპირება გრძელდება


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შავ ზღვაში უკრაინული გემის დაპატიმრებას უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს აბრალებს და აცხადებს, რომ პოროშენკო ამ მოვლენებით არჩევნებამდე საკუთარი რეიტინგის ამაღლებას ცდილობს.

სატელევიზიო გამოსვლაში პუტინმა პოროშენკო “პროვოკაციის” მოწყობაში დაადანაშაულა ერთადერთი მიზნით, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს.

კვირას რუსეთის შეარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში უკრაინული გემები და ბორტზე მყოფი მეზღვაურები დააკავეს.

რუსეთმა 24 მეზღვაურს, რომლებიც გემებზე იმყოფებოდნენ, ბრალი დასდო რუსეთის ტერიტორიულ წყლებში უკანონო შესვლაში და რუსეთის სანაპირო დაცვის პატრულების გაფრთხილებების იგნორირებაში. უკრაინა ბრალდებას უარყოფს.

სამშაბათს ყირიმში 12 მეზღვაურის სასამართლო შედგა. მათ 2 თვიანი პატიმრობა მიესაჯათ. დანარჩენების სასამართლო მოგვიანებით გაიმართება.

ინციდენტის შემდეგ პრეზიდენტმა პოროშენკომ ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ქვეყანაში 30 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პოროშენკოს თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უკრაინას რუსეთის ფედერაციის მზარდი აგრესიის პირობებში “თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება.” მან რუსეთისგან უკრაინული გემებისა და მეზღვაურების გათავისუფლება მოითხოვა.

ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს, სავარაუდოდ, არგენტინაში, დიდი ოცეულის შეხვედრაზე შეხვდებიან.

თუმცა, გაზეთ “ვაშინგტონ პოსტთან” ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ “შეიძლება არ მქონდეს შეხვედრა.” ტრამპმა თქვა, რომ პუტინთან შეხდევრა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი იქნებოდა სიტუაციის ანგარში. პრეზიდენტმა დასძინა, “ეს აგრესია არ მომწონს.”

კრემლის წარმომადგენელი დმიტრი პესკოვის ინფორმაციით, კრემლს შეხვედრის გაუქმებაზე ცნობა არ მიუღია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG