ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიბერშეტევა უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე და ბანკებზე


დღეს კიბერ-თავდასხმა მოხდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე და ქვეყნის ორ ბანკზე. შეტევის გამო თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი გამოირთო, იუწყება უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი.

განცხადებაში არ არის მითითებული, თუ ვის მიუძღვის ბრალი ინდიდენტში, თუმცა მინიშნება რუსეთზე კეთდება. "არ არის გამორიცხული, რომ აგრესორმა გამოიყენა მცირე ზომის ბინძური ფანდების ტაქტიკა, რადგან მათი აგრესიული გეგმები ფართო მასშტაბით არ მუშაობს" - ნათქვამია უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრის განცხადებაში. კიევი წარსულში მომხდარ მსგავს თავდასხმებში მოსკოვს ადანაშაულებდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი ამ ხნის მანძილზე ამბობდა, რომ "საიტი დამუშავების პროცესშია". სოციალურ გვერდ "ტვიტერზე" სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი გვერდი, სავარაუდოდ, კიბერშეტევის სამიზნე გახდა და მის აღდგენაზე მუშაობენ.

პარალელურად, კიბერშეტევის თაობაზე ინფორმაცია გავრცელდა "ოშადბანკიდან", რომელიც იტყობინება, რომ სისტემების ოპერირებაში საგრძნობი შენელება მოხდა. უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი აცხადებს, რომ პრობლემები შეექმნა "პრივატბანკსაც", რომლის აპლიკაციაც გადარიცხვების ოპერაციებს ვერ ახორციელებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG