ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა აცხადებს, რომ კიბერთავდახმის უკან რუსეთი დგას


ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ გასულ კვირას, უკრაინის მთავრობაზე მომხდარ კიბერ თავდასხმაში, დამნაშავე რუსეთია. უკრაინა ამბობს, რომ „ჰიბრიდულ ომში“ რუსეთი სულ უფრო აქტიურდება და აგრესიული ხდება საკუთარი მეზობლის წინააღმდეგ.

უკრაინის ციფრული განვითარების სამინისტროს განცხადებამდე ერთი დღით ადრე, კომპიუტერული პროგრამების გიგანტმა ამერიკულმა კომპანია, „მაიკროსოფტმა“ განაცხადა, რომ უკრაინის სამთავრობო ათობით კომპიტერული სისტემა დაინფიცირებული იყო ვირუსით.

„ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ ამ კიბერ თავდახმის უკან რუსეთი იდგა. მოსკოვი განაგრძობს ჰიბრიდულ ომს და აქტიურად იბრძვის საინფორმაციო და კიბერ სივრცეებში“,- ნათქვამია უკრაინის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია „მაიკროსოფტში“ აცხადებენ, რომ პირველად ვირუსი გასული კვირის ხუთშაბათს შენიშნეს. ამ ვირუსით უკრაინის 70-მდე სამთავრობო საიტზე მოხდა თავდასხმა. თუმცა, ამერიკულ კომპანიაში ამბობენ, რომ კიბერ შეტევის მსხვერპლი იყვნენ არამომგებიანი და ტექნოლოგიური ორგანიზაციებიც.

„გეშინოდეთ და უარესის მოლოდინში იყავით“,- ეს ტექსტი გამოჩნდა გასულ კვირას უკრაინის მთავრობის საიტებზე შეტევის დროს. უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები იმავე დღეს გაისმა თეთრი სახლისა და ნატოს მხრიდან.

„ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები შეშფოთებულები არიან. ინფორმაცია მიწოდებულია პრეზიდენტისთვისაც. ჩვენ კონტაქტი გვაქვს უკრაინულ მხარესთან და მათ უკვე შევთავაზეთ დახმარება. უკრაინელები ახლა მომხდარს იძიებენ და მის გავლენებს აფასებენ“,- ნათქვამი იყო თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში, რომელიც თავდასხმის დღესვე გავრცელდაა.

თეთრ სახლში ამბობდნენ, რომ ამერიკა“ უკრაინას დაეხმარება ყველაფრით, რაც საჭირო იქნება [სიტუაციის] დასტაბილურებისთვის“.

ამავე თემაზე განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც.

„მკაცრად ვგმობ კიბერ თავდასხმას უკრაინის მთავრობაზე. ნატო წლებია, რაც უკრაინის მთავრობასთან ახლოს თანამშრომლობს, რათა მათი კიბერ უსაფრთხოება გაძლიერდეს. ნატოს კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები ბრიუსელში, მუდმივად ცვლიან ინფორმაციას თავიანთ უკრაინელ კოლეგებთან ამ კონკრეტული კიბერ თავდახმის გამო“, განაცხადა სტოლტენბერგმა.

XS
SM
MD
LG